ენდემები
ენდემები (ბერძნ. — ადგილობრივი) — მცენარეები ან ცხოველები, რომელთაც უჭირავთ რომელიმე გეოგრაფიული რეგიონის, პროვინციის, ოლქის, რაიონის ცალკეული ადმინისტრაციული ან ოროგრაფიული ერთულის განსაზღვრული არეალი და დედამიწის ზედაპირის სხვა ნაწილში არ გვხვდებიან. შეიძლება იყოს კავკასიის, ყირიმის, ევროპის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, საქართველოს, კავკასიონის, თბილისის მიდამოების ენდემები და ა. შ. ენდემური შეიძლება იყოს მცენარეთა და ცხოველთა სახეობები, გვარები, ოჯახები და სხვა სისტემატიკური ერთულები. მაგ. აზალი ზელანდიის ენდემების პირველხვლიკების ქვეკლასი, სამხრეთ ამერიკის — ნანდუსნაირთა რიგი, სამხრეთ აფრიკის — ჟირაფისებრთა ოჯახი, შორეული აღმოსავლეთის ენოტისმსაგვსი ძაღლის გვარი, კავკასიონისა — აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ) და დასავლეთკავკასიური ჯიხვი . ზოგჯერ ენდემების არეალი ძალიან მცირეა. მაგ., კავკასიური შურთხი მხოლოდ კავკასიონის მთამაღალზე გვხვდება; პრომეთეს მემინდვრის )— ცენტრალურ და დასავლეთ კავკასიონზე და გურია-აჭარის ქედზე; ჩიმბორასოს კოლიბრი — მხოლოდ ჩიმბორასოს პიკზე (სამხრეთ ამერიკა); მეგრული არყ მხოლოდ სამეგრელოში იზრდება; ბიჭვინთის ფიჭვი — შვი ზღვის სანაპიროზე, ბიჭვინთიდან ანაპამდე; ელდარის ფიჭვი ) — ეილარ-ოუღის მთაზე; ქართული ნუში — ქართლსა დაგარეკახეთში; გიგანტური სეკვოიადენდრონი — სიერანევადის დასავლეთ კალთებზე (კალიფორნია).
No comments:
Post a Comment